მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

648c21347aad6
ირაკლი მოდებაძე
16.06.23 13:00
1559
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ლუჩანო სპალეტის რუდი გარსია შეცვლის.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რუდი გარსიას იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს: 2013-2016 წლებში ის "რომას" მთავარი მწვრთნელი იყო. სახელი სამშობლოში გაითქვა, სადაც "ლილს" 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. ასევე იმუშავა "სენტ-ეტიენში", "მარსელსა" და "ლიონში". მის აქტივში უნდა შევიტანოთ 2018 წელს "მარსელის" ევროპალიგის ფინალში და 2020 წელს "ლიონის" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაყვანაც. ბოლოს რუდი "ალ-ნასრისში" მუშაობდა, სადაც კრიშტიანო რონალდო თამაშობს.

სოციალურ ქსელში მცირე კომენტარი გააკეთა თვითონ ფრანგმა მწვრთნელმა: "ძალიან სასიამოვნოა "ნაპოლის" პროექტთან დაკავშირება და იტალიაში დაბრუნება. მოტივირებული და ამბიციური ვარ ახლა, როგორც არასდროს, რათა გავაგრძელო იტალიის ჩემპიონის ფერების მაღლა ტარება".

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ "ნაპოლი" თავისივე ნებით დატოვა. ამგვარად, ხვიჩა კვარაცხელიას მომდევნო სეზონიდან 59 წლის ფრანგ სპეციალისტთან მუშაობა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები