აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაუარესებული ფინანსური შედეგებია, რის გამოსასწორებლად Yahoo-ს მენეჯმენტი ხარჯების შემცირებას ცდილობს.
1994 წელს დაფუძნებული Yahoo აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია იყო, რომელიც Google-ის გამოჩენამდე საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებდა, თუმცა კონკურენციის გაძლიერების ფონზე, ის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.
ამჟამად Yahoo კერძო საკუთრებაშია, მის 90%-იან წილს საინვესტიციო ჰოლდინგი Apollo Global Management-ი აკონტროლებს, რომელიც, თავის მხრივ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა დალისტული.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























