მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი ფულის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

ყალბი ფული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები