კონსტანტინ აკინშას, ცნობილი კურატორის და ხელოვნებათმცოდნის თქმით, ჩრდილოეთ იტალიაში არსებული Palazzo de Nordis-ის მუზეუმში განთავსებული მოდერნისტული ნამუშევრების ნაწილი ყალბია.
კერძოდ, საუბარია რუს და უკრაინელ მოდერნისტებს მიკუთვნებულ 14 ნახატზე.
აკინშა აღნიშნავს, რომ კოლექციის ონლაინ კატალოგში მრავალი ნამუშევრის პროვენანსში მოხსენიებულია ჟან შოვლენი. შოვლენი, რომელიც იანვარში გარდაიცვალა, ფრანგი ხელოვნების დილერი იყო და თვითმარქვია რუსული ხელოვნების ექსპერტი. იგი არაერთ სკანდალში იყო გახვეული ყალბი ნახატებით ვაჭრობის გამო. შოვლენის გარდა ბორის გრიბანოვიცაა მოხსენებული, რომლის საქმეც 1960-იან წლებში ერთ-ერთი უმსხვილესი პროცესი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ყალბი ანტიკვარული ნივთების მოვაჭრეები ამხილა.

მარცხნივ ოლგა როზანოვა, მარჯვნივ ანდრეი სარატოვი
აკინშას ნახატების სიყალბის დასამტკიცებლად მაგალითად მოჰყავს ოლგა როზანოვას მიკუთვნებული ნატურმორტი. აკიშა განმარტავს, რომ ნახატი “პრაქტიკულად არაფრით ჰგავს მის ავთენტიკურ ნამუშევრებს.” და მას ადარებს რუსი ნეომოდერნისტი ანდრეი სარატოვის 1999 წლის ნახატს. ნამუშევრები კომპოზიციურად თითქმის იდენტურია, აკიშას თქმით “გამყალბებლებმა მხატვრის ნეომოდერნისტული სტილი გამოიყენეს, როგორც შაბლონი კუბოფუტურისტული ნამუშევრის შესაქმნელად, რომელიც ევროპელი კოლექციონერების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა”.

სარატოვის ნამუშევარი, რომელიც დღეს მის სამზარეულოში კიდია
ARTNews-თან კომენტარში სარატოვმა განმარტა, რომ სავარაუდო ყალბი ნახატი მისი შექმნილი არ არის და გაიხუმრა კიდეც - “ერთი მხრივ, მიხარია ეს მოვლენა, რადგან მხოლოდ კარგ ნამუშევრებს აყალბებენ ხოლმე, მაგრამ მეორე მხრივ, მუზეუმს ჩემი ორიგინალი შეეძლო ეყიდა”. აღსანიშნავია, რომ ჩაის სმის რიტუალი, და კერძოდ სამოვარი სარატოვის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება.
ცნობილი კურატორის და ხელოვნებადმცოდნის აკინშას მოსაზრებას რუსული და ევროპული ხელოვნების კურატორი მარია ტიმინაც ადასტურებს და აღნიშნავს რომ ნახატი "სრულიად აცდენილია როზანოვას სტილის არსს" და წარმოადგენს "უხერხულ მცდელობას, მოერგოს" 1912 და 1913 წლებში როზანოვას მიერ შექმნილ რამდენიმე ნატურმორტს. მაგრამ სინამდვილეში, მასთან საერთო აქვს მხოლოდ ჟანრი და "გარეგნულად კუბო-ფუტურისტული მხატვრობის მანერა”.

მარცხნივ პარიზში პომპიდუს ცენტრში გამოფენილი "ელექტროსანათი", მარჯვნივ Palazzo de Nordis-ის კოლექციაში არსებული ასლი
კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელსაც აკინშა ყალბად მიიჩნევს 1913 წლით დათარიღებული რუსი მხატვრის, ნატალია გონჩაროვას მიკუთვნებული ნახატია, რომელიც ონლაინ კატალოგში აღწერილია, როგორც მისი კიდევ ერთი ნამუშევრის "ელექტროსანათი" (1913) წინასწარი ესკიზი. "ელექტრო სანათი" პარიზის პომპიდუს ცენტრში ინახება.
ჯეიმს ბატერვიკმა, რუსული და უკრაინული მოდერნიზმის ლონდონელმა დილერმა, ასევე ეჭვი შეიტანა ამ ნამუშევარში "არსებობს რუსი ხელოვნებათმცოდნის, ირინა ვაკარის, ცნობილი ციტატა "გონჩაროვა თითქმის არასდროს იმეორებდა კომპოზიციას”, "მაშ, რატომ გააკეთებდა მაინც და მაინც ელექტროსანათი ასლს, ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ხელოვანი იყო, ორიგინალური იდეებით”, “რატომ უნდა დაეწყო მოულოდნელად ასლების კეთება?"
ანტერპრენერმა ჯანკარლო დე მარტიისმა, რომელიც 2024 წელს გარდაიცვალა თავისი კოლექცია უდინეს მუნიციპალიტეტს 2014 წელს გადასცა. აღსანიშნავია, რომ დონაციამდე მუზეუმს ექსპოზიციაში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები არ ჰქონია. მუნიციპალიტეტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ კოლექცია მუზეუმმა თანმხლებ ავთენტიკურობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღო, თუმცა აკინშას "აზრი, რა თქმა უნდა, ავტორიტეტულია და ჩვენ მას დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ ნაშრომების შემდგომი კვლევისას.”
აკინშა ARTnews-სთნას საუბარში განმარტავს - "სამწუხაროდ, დე მარტიისის გემოვნება ცოდნით არ იყო გამყარებული და არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსული მოდერნიზმის ყალბი ნამუშევრებით დაბინძურებულ, რისკიან ბაზარზე გზა გაეკვალა."
ოლგა როზანოვს ზეთში შესრულებული ნამუშევრების ფასი დღეს 7000-დან 100 000 ევრომდე მერყეობს, ხოლო მარი ვასილიევის ცალკეული ნამუშევრების ფასი 0.5 მილიონ ევროს სცდება, მისი 1915 წლის ნამუშევარი Christie’s-ის აუქციონზე 2021 წელს 680,000 ევროდ გაიყიდა, რაც დაახლოებით 800,000 აშშ დოლარს უდრის.




























