მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Yandex-ის ვებ-გვერდს VK ყიდულობს | უმნიშვნელოვანესი ცვლილებები რუსულ ინტერნეტ და მედია სივრცეში

6304b7331bbb0
გიორგი თოლორდავა
23.08.22 15:11
1433
რუსეთის ინტერნეტ და მედია სივრცეში უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია - უმსხვილესი რუსული ტექნოლოგიური ჰოლდინგი VK (ВКонтакте) ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარულ ვებ-გვერდს და მედია პლატფორმას Yandex.ru-ს ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ გარიგება მოიცავს მხოლოდ ვებ-გვერდსა და ახალი ამბების პლატფორმას და არც უშუალოდ კომპანია Yandex-ს, რომელსაც სხვა პროდუქტებიც აქვს, მათ შორისაა: საძიებო სისტემა, ელექტრონული ფოსტა, რუკა, გასართობი და თამაშების პლატფორმები, მარკეტი და ტაქსი.

Yandex.ru-ს შეძენით კომპანია VK მნიშვნელოვნად გაზრდის გავლენას რუსეთის მასშტაბით ინფორმაციისა და ახალი ამბების დისტრიბუციაზე. გარდა ამისა, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო მიიღებს დამატებით ეფექტურ მექანიზმს სამთავრობო ცენზურის გასატარებლად და ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის დასაფარად.

გასათვალისწინებელია, რომ Yandex-ის საძიებო სისტემა რუსული ბაზრის 62%-ს აკონტროლებს; Google-ზე მომხმარებლების 36% მოდის, VK-ს Mail.ru-ზე კი ბაზრის 1%-ზე ნაკლები მოდის - აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთისთვის Yandex.ru-ს სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Yandex.ru წარმოადგენს ახალი ამბების პლატფორმას, რომელზეც უსასრულოდ გენერირდება სიახლეები რუსეთისა და მსოფლიოს შესახებ. გარიგების დასრულების შემდეგ, Yandex.ru-ზე შესულ მომხმარებელს სისტემა Dzen.ru-ზე გადაამისამართებს, თავად ეს უკანასკნელი კი VK-ს მიერ იქნება მართული.

უშუალოდ VK ჰოლდინგი რუსეთის მასშტაბით ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებს Vk.ru-სა და Odnoklassniki-ს ფლობს. გარდა ამისა, VK-ს საკუთრებაშია Mail.ru.

რაც შეეხება უშუალოდ VK-ს საკითხს, ის მშობელი კომპანიის (MF Tekhnologii) გავლით Sogaz Group-ისა და Gazprombank-ის მფლობელობაშია.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები