მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყახაზეთი ფოთში ტერმინალის მშენებლობას გეგმავს - პროექტის ჯამური ღირებულება $85 მილიონამდეა

6319e74ecc28c
თათია ჩაფიჩაძე
08.09.22 23:00
1756
ყაზახეთი გარე ტერმინალის ქსელების შექმნის შესაძლებლობას ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პორტებში განიხილავს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან სულაბერიძემ „საქმიანი დილას“ ეთერში თქვა, რომ სამშენებლო ტენდერი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება. რაც შეეხება პროექტის ჯამურ ღირებულებას, მისი თქმით $85 მილიონამდეა.

„ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის მიმართ დავალება გასცა, რომ ყაზახური ვაჭრობის ექსპორტის და იმპორტის მიმართულებით გარკვეული დივერსიფიკაცია მოხდეს. ამ სტრატეგიის ნაწილია ის აქტივობა, რასაც უკვე რამდენიმე თვეა ყაზახეთის რკინიგზა ახორციელებს. ყაზახური მხარე ყველა მიმართულებით, მათი ტვირთების გადაადგილების ახალ შესაძლებლობებს სწავლობს. ეს ახალი რეალობითაა გამოწვეული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. პროცესები აქამდეც დაწყებული იყო, მაგრამ ახლა მიმდინარე ომის გამო დაჩქარდა.

ყაზახურ მხარეს არასოდეს ჰქონდა სრულყოფილი წვდომა რუსეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის ყველა შესაძლებლობაზე, რადგან რუსეთი, იქ სადაც ისინი კონკურენტები არიან, ჯერ საკუთარი პროდუქციის გატანას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთს სატარიფო პოლიტიკა კარგი ჰქონდა, ტვირთების დანაკარგები საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომაც დღეს ყაზახეთის ინტერესია, რომ
მათმა ტვირთმა ნეიტრალურ დერეფანში იაროს და პოლიტიკურად მეგობრულ გარემოში მიეცეს შესაძლებლობა შავ ზღვაზე მოხდეს. ეს მათ საშუალებას აძლევთ, რომ მსოფლიო ბაზარზე პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ. დერეფანში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის სატარიფო განაკვეთების სახით ეს დამატებითი შემოსავალია.

პროცესი ინტენსიურად, თუმცა ამ ეტაპზე „სიჩუმის რეჟიმში,“ მიდის, რადგან გარკვეული კომერციული საკითხების მოგვარება ხდება. თუმცა რასაც ომამდე 1 წლიან პერიოდში გააკეთებდნენ ახლა მცდელობაა, რომ 2 თვეში მოხდეს. სავარაუდოდ ახალ წლამდე ჩვენ კარგი ამბები გველოდება.

მასშტაბები დაახლოებით 80-85 მლნ დოლარამდე იქება, თუმცა საბოლოო ღირებულება მხოლოდ სამშენებლო ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მოლოდინია, რომ მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება. თავად მშენებლობის პროცესი ალბათ 14-16 თვე გაგრძელდება. დაფინანსება კი, როგორც რეგიონული, ასევე ევროპული იქნება,“ - განაცხადა სულაბერიძემ.

ცნობისთვის:2030 წლამდე ყაზახეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების კონცეფციის შემუშავებაა დაგეგმილი. სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ყაზახური მხარე ფოთის პორტში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები