მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთი ამერიკისგან $4.2 მილიარდის ლოკომოტივებს იყიდის

ლოკომოტივი

ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია ამერიკული Wabtec-ისგან 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 300 ლოკომოტივს და შესაბამის ინფრასტრუქტურას იყიდის.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული გარიგება აშშ-ყაზახეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომელიც ცენტრალურ აზიაში ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

300 ლოკომოტივის მშენებლობისათვის, სავარაუდოდ, აშშ-ში დამატებით 11,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ყაზახეთი ამერიკული კომპანიის მხრიდან თანამედროვე, მძლავრ და ეფექტიან სარკინიგზო ტრანსპორტს მიიღებს, რომელიც ქვეყანაში ლოგისტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები