ყაზახეთში ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი იმართება, რომელსაც 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ქალაქ აქთაუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრიც მიიწვიეს.
თეიმურაზ ხიშბა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან “ყაზახეთსა და აფხაზეთს” შორის თანამშრომლობის დაწყების სურვილი გამოთქვა.
"ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს. ჩვენი საზღვრის გადაკვეთა პრობლემა არ არის, ჩვენთან უსაფრთხოა. ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი კი რუსეთია, რომელსაც უზომოდ პატივს ვცემთ და მადლობელი ვართ მისი და მისი დიდებული ლიდერის”, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის ფორუმზე დასწრებაზე BMG-იმ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. BMG ასევე დაინტერესდა, ესწრება თუ არა ფორუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. უწყებებისგან პასუხს ველით.