ყაზახური ბანკი Freedom Finance-ი რუსული საგადამხდელო სისტემის, МИР-ის გავლით ტრანზაქციებს აჩერებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გასულ კვირას დაწესებულ ახალ ფინანსურ სანქციებს უკავშირდება.
დასავლურ სანქციებთან შესაბამისობაში მოსვლა მიმდინარე კვირას კიდევ ერთმა აზიურმა ბანკმა, უზბეკურმა Ipak Yuli-მაც გადაწყვიტა, მაგრამ ტრანზაქციები ამ კომპანიას ჯერ არ შეუჩერებია.
უზბეკური ბანკი, ამ ეტაპზე, ბარათით სარგებლობისთვის მომხმარებლისგან ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერს ითხოვს, რომელიც მხოლოდ იმ მოქალაქეებს აქვთ, რომელთაც ქვეყანაში დროებით ცხოვრების უფლება აქვთ.