მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში ტრაილერებით ხორბლის იმპორტის დროებით აკრძალვაზე მსჯელობენ

6411d8d58c961
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.23 18:42
848
ყაზახეთში რუსული ხორბლის საავტომობილო ტრანსპორტით იმპორტი შეიძლება 6 თვით აიკრძალოს. აღნიშნულ საკითხზე 14 მარტს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ყაზახეთის ვიცე-პრემიერი სერიკა ჟუმანგარინა ესწრებოდა. შეთავაზება განსახილველად საერთაშორისო კომისიას 15 მარტს წარედგინება.

ყაზახური მედიის ინფომრაციით, სავარაუდოდ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვები გაგრძელდება, რაც ყაზახეთის წისქვილებს ნედლეულით უზრუნველყოფს.

რუსული ხორბლის იმპორტის აკრძალვის წინადადებით მწარმოებელთა და გადამმუშავებელთა დარგობრივი ასოციაციები გამოდიოდნენ. მიზეზი, რუსეთში რეკორდული რაოდენობის მოსავლის პირობებში ხორბლის დაბალი თვითღირებულება. მედიის ინფორმაციით, რუსული ხორბლის დიდი მოცულობები როგორც ლეგალურად, ასევე კონტრაბანდის გზით შედის. ამასთან, არალეგალურად შეტანილი ხორბლის მოსავალი სწორედ ტრაილერებით შედის, რომელიც ფერმერთა მეურნეობების საწყობებში შედის და ოფიციალურად ფორმდება. ექსპერტების შეფასებით, უკანონო გზით ქვეყანაში შეტანილი ხორბლის მოცულობა 2022 წელს 3 მლნ ტონას შეადგენდა. შემდგომში ეს მარცვლეული ყაზახური ხორბლის სახელით შუა აზიაში საექსპორტო ბაჟის გადასახადის გარეშე და ყაზახეთისთვის სატრანზიტო გადასახადის გარეშე შედის, ან წისქვილებს გადასამუშავებლად მიეწოდებათ.

ორივე შემთხვევაში ყაზახი ფერმერები ზარალდებიან, რამეთუ უფრო იაფი რუსული ხორბალი მოქმედებს, როგორც ადგილობრივი ხორბლის ფასებზე, ასევე საექსპორტოზე.

ყაზახური გამოცემა Eldala ქვეყანაში ხორბლის ფასების დინამიკასაც მიმოიხილავს. მათი ცნობით, თუ 2022 წელს 1 ტონა ხორბლის ღირებულება 125 000 ტენგე იყო, დღეისთვის ფასი 95 ათას ტენგემდე შემცირდა, ფერმერებიდან მიღებული ხორბლის ღირებულება კი 70 000 ტენგეა. ყაზახი ფერმერების ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო წერს, რომ რუსული უკანონო გზით შეტანილი ხორბლის ღირებულება კი 70 000 ტენგეა.

ტრეიდერები თვლიან, რომ ტრაილერებით ხორბლის იმპორტის აკრძალვამ ადგილობრივ ბაზარზე ფასები უნდა შეინარჩუნოს და ექსპორტის მიმართულებით მათ უნდა დაეხმაროს, ვინც კერძოდ მუშაობს და არა კონტრაბანდული ხორბლის რეექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები