იანვარში საქართველოს $2 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი მხოლოდ 403 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ თვეში საქართველომ ექსპორტით 19.3%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.
ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% შეადგინა. ექსპორტის ზრდაში კი მნიშვნელოვანი წვლილი კი კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს შეაქვს.
სწორედ ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები განსაზღვრავს ექსპორტის გეოგრაფიასაც, რადგან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილებით ყველაზე დიდი რაოდენობით ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. უმსხვილესი საექსპორტო სამეულიც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.
ექსპორტის მიხედვით უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში იანვარში რუსეთში, თურქეთში და ჩინეთში ექსპორტი შემცირდა. ბულგარეთში კი გაყიდვები რეკორდულად 1 210.5%-ით გაიზარდა, რაც სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის მატებამ განაპირობა.
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
როგორც აღვნიშნეთ სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 130 მლნ დოლარით მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 32.2%-ს შეადგენს. რეექსპორტი იანვარშიც გაიზარდა. ამასთან, 2025 წლის პირველ თვეში ღვინის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, რაც ძირითად საექსპორტო ქვეყანაში - რუსეთში გაყიდვების კლებამ განაპირობა. ადგილობრივად წარმოებული საქონლის ჩამონათვალიდან შემცირებულია ასევე ძვირფასი მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტიც.
იანვარში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია: