მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი - საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი

საზღვაო ტრანსპორტი

საქსტატმა 2025 წლის პირველი ნახევრის ექსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ექსპორტი წელს 13%-ით 3.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ, რომელიც წელს 30%-ით, 1.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სწორედ ამიტომ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის მოწინავე პოზიციებზე არიან ქვეყნები, სადაც ავტოექსპორტი აქტიურად ხორციელდება.

ამ მხრივ პირველი ადგილი ყირგიზეთს უკავია, სადაც 681 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, ზრდა წინა წელთან 50%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ყირგიზეთი არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო სანქციებთან, რის შედეგადაც ყირგიზეთში გასული საქონელი (მსუბუქი ავტომობილები) რუსულ ბაზარზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხვდება. მეორე ადგილს 414 მილიონი დოლარით ყაზახეთი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი არის აზერბაიჯანი 342 მილიონი დოლარით.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში ევროკავშირის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ბულგარეთია, სადაც წელს 83 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე.

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეული:

# ექსპორტი – საქონელი მოცულობა - მილიონი დოლარი ცვლილება წინა წელთან შედარებით
1 ყირგიზეთი $681 მილიონი დოლარი; 50%
2 ყაზახეთი $414 მილიონი დოლარი; 17%
3 აზერბაიჯანი $342 მილიონი დოლარი; 7%
4 რუსეთი $332 მილიონი დოლარი; -2%
5 სომხეთი $248 მილიონი დოლარი; -11%
6 ჩინეთი $176 მილიონი დოლარი; 21%
7 თურქეთი $170 მილიონი დოლარი; -30%
8 ბულგარეთი $83 მილიონი დოლარი; 107%
9 უზბეკეთი $80 მილიონი დოლარი; 57%
10 შვეიცარია $56 მილიონი დოლარი; 6%
11 დანარჩენი ქვეყნები – სულ $652 მილიონი დოლარი. 15%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები