რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ნავთობის საცავი იწვის. რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. საწვავის მოცულობა დიდია და ხანძრის ლოკალიზებას დრო დასჭირდება“, - თქვა გუბერნატორმა.