მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

YouTube-მა Shorts-ის ტიპის მოკლე ვიდეოების გათიშვის ფუნქცია დაამატა

shorts

ვიდეოპლატფორმა YouTube-ი მომხმარებლებისთვის ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც Shorts-ის ტიპის მოკლე ვიდეოების ყურებაზე დროის ლიმიტის ნულ წუთამდე შემცირებას ითვალისწინებს.

აღნიშნული განახლება Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აპლიკაციიდან მოკლე ვიდეოების სექცია ფაქტობრივად სრულად გააქრონ, ან გარკვეული ლიმიტი დააწესონ.

აღსანიშნავია, რომ YouTube-მა დროის მართვის პარამეტრებში ტაიმერი პირველად გასული წლის ოქტომბერში გამოაჩინა, თუმცა მანამდე მინიმალური ზღვარი 15 წუთს შეადგენდა, ახლა უკვე ზღვარი 0 წუთი შეიძლება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი, მაკენზი სპილერი განმარტავს, ნულწუთიანი ლიმიტი უკვე ხელმისაწვდომია ყველა მშობლისთვის, უახლოეს პერიოდში კი ფუნქცია სრულად ყველა ზრდასრული მომხმარებლისთვისაც გააქტიურდება.

დროის მართვის ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სოციალურ ქსელში ვიდეოების ყურებაზე დახარჯული დროის შემცირება სურს. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, Shorts-ის ჩანართში ვიდეოების ნაცვლად გამოჩნდება შეტყობინება, რომ მომხმარებელმა კუთვნილ ზღვარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ Shorts-ის ფორმატი YouTube-მა TikTok-თან კონკურენციის მიზნით დანერგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები