მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აგრძელებს NATO არსებობას? – ილონ მასკი

მასკი

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე, ილონ მასკი საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში ბიზნესმენ დევიდ საქსის ტვიტს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, NATO-მ არსებობის მიზანი დაკარგა, თუმცა სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელებმა მალევე იპოვეს ახალი ამოცანა - ექსპანსია.

ილონ მასკი აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ აგრძელებდა სამხედრო ალიანსი არსებობას.

„ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აგრძელებს NATO არსებობას? მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის მიზეზი და მთავარი მტერი - ვარშავის პაქტი, დაიშალა“, - აცხადებს მასკი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ NATO აშშ-ის ინიციატივით 1949 წელს დაფუძნდა, საბჭოთა კავშირის მიერ ინიციირებული ვარშავის პაქტი კი 6 წლით გვიან, 1955 წელს შეიქმნა, შესაბამისად, ის ვერ ფიზიკურად იქნებოდა NATO-ს შექმნის მიზანი.