"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზედ: ხომ მშვიდად ვიქნებოდით, დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვქონოდა, რადგან გვეცოდინებოდა, რომ თუ ვინმე არაკონსტიტუციურ კანონს მიიღებდა, სასამართლო მას გააუქმებდა.
ხომ ვერავინ გაბედავდა ბოლო დღეებში მიმდინარე ტერორისტულ აქტებს, დამოუკიდებელი პროკურატურა და პოლიცია რომ გვყოლოდა, რადგან მოძალადეებს ეცოდინებოდათ, რომ დაისჯებოდნენ.
ხომ ვერ გაბედავდა პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, დამოუკიდებელი სპეციალური საგამოძიებო სამსახური რომ გვქონოდა, რადგან ეცოდინებოდათ, რომ დაისჯებოდნენ.
ხომ ვერ გაბედავდა ვერც ერთი ხელისუფლება კრემლთან გარიგებებში შესვლას, დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ გვქონოდა, რადგან ეცოდინებოდათ, რომ გამოაშკარავდებოდა მათი მტერთან კავშირები.ა.შ და ა.შ.
ჰოდა, ამიტომაც ცდილობს ყველა ავტორიტარი სახელმწიფო ინსტიტუტების იღლიაში ამოჩრას და ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ რეფორმების რეალურად გატარება, რასაც ევროკავშირი გვთხოვს. სწორედ ამიტომ ვითარდებიან დემოკრატიული ქვეყნები მშვიდად და სტაბილურად", - წერს ნატროშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.