მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ხარჯი იქნება დეკლარირებული - პრემიერი განმარტავს, რაში დახარჯა ფული "ოცნებამ" აქციის ორგანიზებისთვის

ირაკლი კობახი\ძე

გუშინდელი შეკრება იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს ჰკითხეს, გადაიხადა თუ არა მმართველმა პარტიამ ფული რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანაში. კობახიძის თქმით, ყველა ხარჯი იქნება დეკლარირებული.

ოპოზიციასაც მთელი საქართველოდან ჰყავდა მობილიზებული ადამიანები, თუმცა ვერ შეკრიბეს ხალხი, ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. მობილიზაცია იყო, შემიძლია ციფრებით გითხრათ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს მათ რეგიონებიდან, თუმცა მაინც ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. ეს იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, ასეც იყო დაანონსებული, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება.

ჩვენ გვქონდა ხარჯები, მათ შორის ეს იყო ტრანსპორტირების, კვების ხარჯები და ეს ხარჯები იქნება დეკლარირებული ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე. ასეც და ისეც თქვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო გამოსული, რამდენჯერმე მეტი, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებით ამ არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური ფინანსური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 1 იანვრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იჯარაში 418 225 ლარი გადაიხადა.

რა თანხა გადაიხადა "ოცნებამ" 8 თვეში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დაქირავებაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები