მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა კომერციული ბანკი ციფრული საბანკო სისტემის წინააღმდეგი იქნება” - ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ციფრული საბანკო სისტემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბანკების მონოპოლიის შესუსტებას შეუწყობს ხელს.

თუ ჩვენ საზღვარგარეთ ვრიცხავთ თანხას, ან თუნდაც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერი ბანკიდან გადარიცხვას 3 სამუშაო დღე სჭირდება. ციფრული გადარიცხვებით, ეს შეიძლება 5-10 წუთში განხორციელდეს. ასევე, არსებული საბანკო სისტემით, თუ თანხას, მაგალითად 30 000 ათასს, 60-80$ სჭირდება, ციფრული გადარიცხვებით, შესაძლოა საკომისიო მინიმუმზე მინიმუმი იყოს. აქ ჩნდება დემონოპოლიზაცია, რომ ბანკებს შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ იარსებებს მეორე სისტემა, რომელიც შეიძლება თავისუფალი იყოს და ამაზე შეიძლება ბევრი რამე მიებას, რაც უკვე შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მოსახლეს აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რითაც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი”, - აცხადებს ინჯია.

დეპუტატის თქმით, ციფრული ბანკი ბევრ შესაძლებლობას აჩენს, თუმცა ის კომერციული ბანკების სექტორისგან გამიჯნული უნდა დარჩეს, რათა ამ ორს შორის კონკურენციამ იარსებოს.

“უნდა გითხრათ, რომ ციფრული საბანკო სისტემის მოწინააღმდეგე ყველა კომერციული ბანკი იქნება. ან ყველა კომერციული ბანკი პარალელურად მოითხოვს, ციფრული ბანკის ლიცენზიასაც. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ეროვნული ბანკის ძალა, რომ არ დაუშვას, ვინც კომერციული ბანკია, მას ციფრული ლიცენზიაც ჰქონდეს. ციფრული ვალუტა უნდა იყოს სხვა და როდესაც იქნება მათ შორის კონკურენცია, მაშინ გადაწყდება ბევრი რამ”, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები