მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ყველა პროდუქტი და ბაზარი ჩანაცვლებადია... ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ“ - ექსპორტის ასოციაცია

621b6e312ee97
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 16:22
1008
საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაცია საქართველო-რუსეთის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებით რუსეთის ბაზარზე ჩვენს დამოკიდებულებას ასახავს.

„ყველა პროდუქტი და ბაზარი ჩანაცვლებადია და ჩვენ ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ!“ - წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





„შეგახსენებთ, რომ ექსპორტის განვითარების ასოციაცია დაარსების დღიდან საუბრობს რუსეთის ბაზრის არასტაბილურობასა და დივერსიფიცირების აუცილებლობაზე.

ჩვენი ასოციაცია ყოველთვის იზიარებდა პასუხისმგებლობას ოკუპაციასთან ბრძოლაში, მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა პრინციპულად არ ვეწევით არანაირ მომსახურებას რუსეთის ბაზრის ასათვისებლად“, - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები