მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა საფუძველია, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ - ამირან გამყრელიძე

60eea148e45eb
ინგა მურუსიძე
14.07.21 12:35
1128
"ყველა საფუძველია იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისთვის დაგეგმილია 8 ათასი აცრა და მაჩვენებელი ყოველდღიურად იმატებს.

„დღეს მივიღეთ „ფაიზერის“ პირველი პარტია, რომელსაც ვიღებთ ბილატერალური ხელშეკრულებით. ასევე, ველოდებით აშშ-სგან საჩუქრად გამოგზავნილ დოზებს, რომელთა ჩამოსვლის თარიღი და რაოდენობა გაირკვევა უახლოეს დღეებში.

ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმაოდ დიდია; გარდა „ფაიზერისა“, გვაქვს „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“. ყველა საფუძველი არის იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია კიდევ უფრო მეტად გავაჩაღოთ. აცრების მაჩვენებელი ყოველდღიურად ზემოთ მიდის, გუშინ ჩატარდა 7 000 აცრა, დღეს იქნება - 8 000 და თანდათანობით უნდა ავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, რომელიც უნდა იყოს 16-20 ათასი აცრა დღეში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში "ფაიზერის" 28 000 დოზა შემოვიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები