მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება - ევროკომისია

ვიზალიბერალიზაცია

ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, - ამის შესახებ POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა.

„ევროკავშირი-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის პრევენციის უზრუნველყოფა. შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მოვლენების შემთხვევაში, ასევე, საქართველოში დემოკრატიის შემდგომი უკუსვლის შემთხვევაში“, - განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა გამოცემა POLITICO-ს.

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “რუსული კანონი” მიიღო.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება შესაძლებელია, თუმცა [ევროკავშირში] არავის სურს, რომ ამის გამო საქართველოს რიგითი მოქალაქეები დაისაჯონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები