მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა - კობახიძე სუს-ის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე

ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ნამდვილად შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია.

მით უმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, როგორზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს.

სუს-ის ცნობით, არეულობის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები