მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი გაიყინა, გადაიდო ან გაუქმდა" - პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა საქმიან ტურიზმზე

ტურიზმი

ქვეყანაში უქმდება საქმიანი ღონისძიებები. Mice ტურიზმზე მომუშავე კომპანიები გვიყვებიან, რომ მიმდინარე არასტაბილური პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ადგილობრივი დაკვეთები შეჩერებულია, ხოლო საერთაშორისო კლიენტებისგან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა ჯერ ისევ არ დაწყებულა.

საქმიანი ტურიზმის სააგენტო „ოდა დიემსის” დამფუძნებელი ვიკა შარია ამბობს, რომ აქტივობის შემცირების და უმეტეს შემთხვევაში განულების მიზეზი საერთაშორისო პარტნიორების შიში და არასტაბილურ გარემოში გეგმების დაწყობის შეუთავსებლობაა.

მისი თქმით, უკვე გაუქმდა ადგილობრივი კომპანიების მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებები, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები ჯერჯერობით საქართველოში რაიმე სახის ღონისძიების დაგეგმვას არ ჩქარობენ.

“ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს დამტკიცებული და დადასტურებული ღონისძიებები 2025 წლის პირველ კვარტალში, ეს არის მაისამდე პერიოდი. არცერთი ღონისძიება არ დადასტურდა, დღეს დამიდასტურდა ერთი პატარა ღონისძიება 10-კაციანი, ისიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, იმიტომ რომ ეს არის სამუშაო ვიზიტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

რაც შეეხება კერძო კომპანიების გასვლით ღონისძიებებს, ყველაფერი გაიყინა, გადაიდო ან გაუქმდა, იმიტომ რომ ჩვენს პარტნიორებს აქვთ აბსოლუტურად ისეთი განცდა, რომ არ იციან საქართველოში რა მოხდება. განსაკუთრებით ეს მძიმედ აისახება იმ სასტუმროებზე, რომლებიც განლაგებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც არის აქტიური საპროტესტო აქციები", - ამბობს ვიკა შარია, საქმიანი ტურიზმის სააგენტო „ოდა დიემსის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები