მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაფერს გავაკეთებთ ბიზნესების დახურვის გარეშე გავიდეთ ფონს - თურნავა

6082dff2a7a29
BM.GE
23.04.21 19:00
757
ეკონომიკის მინისტრი აანონსებს, რომ პრემიერ მინისტრი მომავალ თვეში სხვადასხვა ინდუსტრიის, მათ შორის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად შეზღუდვების გარეშე მოხდეს ფონს გასვლა.

"ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია კვლავაც რჩება ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები