მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული" - პრემიერი

სანქციები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით მკაფიო პოლიტიკა აქვს.

კობახიძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ხელშეკრულებებს სანქცირებულ კომპანიებთან აფორმებს.

„რაც შეეხება სანქციებს, გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც ვრცელდება, როგორც პირდაპირი გაგებით სახელმწიფო სტრუქტურებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებულნი, ასეთია საქართველოს რკინიგზა. მართალია არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული. მათ შორის, არაა დაშვებული თანამშრომლობა სანქცირებულ კომპანიებთან, ესაა ჩვენი პოლიტიკა“,- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას ამერიკის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთი ამერიკულ სანქცირებულ კომპონენტებს სავარაუდოდ, მისი მეზობელი ქვეყნებისგან, მათ შორის საქართველოსგან იღებს. ღარიბაშვილის თქმით, საერთაშორისო მისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა არ ხდება.

„საქართველოში იყო ჩამოსული მისია, რომელშიც იყო წარმოდგენილი როგორც ევროკავშირი, ბრიტანეთი, ასევე აშშ და დამტკიცდა, რომ საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია“,- ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები