მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი ბულვარი თბილისში - რას მოიცავს “პარკ ბულვარის” მულტიფუნქციური პროექტი?

პარკ ბულვარი
17.12.25 14:50
696

მტკვრის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია AS Group მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს - “პარკ ბულვარს” აშენებს. პროექტი 17 საცხოვრებელ კორპუსს და 8 ჰა ტერიტორიაზე გაშენებულ პარკს მოიცავს. საუბარია 3 000-მდე აპარტამენტზე, რომლის მშენებლობაც მომდევნო 5 წლიან პერიოდშია დაგეგმილი.

ამასთან, პროექტის კონცეფცია 2 კილომეტრის სიგრძის, თბილისში ყველაზე დიდ ბულვარს, 5 კილომეტრის სიგრძის ველობილიკს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეებს მოიაზრებს.

რა გამოარჩევს “პარკ ბულვარს” ქართულ დეველოპერულ ბაზარზე - ამ საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში გვანცა კირვალიძე-მარჯანიძემ, "პარკ ბულვარის" გაყიდვების დირექტორმა ისაუბრა.

“დღეს უძრავი ქონების ბაზარზე, მომხმარებლის მოთხოვნები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მათთვის აღარ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი მხოლოდ ფართობი, კვადრატული მეტრები. არამედ უკვე გადამწყვეტი გახდა ცხოვრების ხარისხი, კომფორტი, გარემო და ის გრძელვადიანი ღირებულებები, რასაც პროექტი სთავაზობს მობინადრეს თუ ინვესტორს. სწორედ ამ ხედვებზეა დაფუძნებული საცხოვრებელი კომპლექსი “პარკ ბულვარი”.

“პარკ ბულვარი” ჩაფიქრებულია როგორც სრულად განვითარებული კომპლექსი და საცხოვრებელი ურბანული უბანი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, რეკრეაციულ კომპონენტებს ერთ კონცეფციად. ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მშენებლობის ხარისხი. საცხოვრებელი კომპლექსი ნაგებია ტუნელური, ე.წ. მცოცავი ყალიბის მეთოდით, რაც განაპირობებს კორპუსების, ნაგებობების სიმტკიცეს, მაღალ სეისმომედეგობას და მშენებლობის პროცესის ვადის ოპტიმიზაციას”, - აღნიშნავს გვანცა კირვალიძე-მარჯანიძე.

ამ დროისთვის კომპლექსის რამდენიმე კორპუსი უკვე დასრულებულია და დაწყებულია შესახლების პროცესი. კომპანიაში სიახლეს წარმოადგენს ახალი, მე-6 კორპუსის გაყიდვების დაწყება. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს მე-6 კორპუსიც, რომელსაც თავისი მდებარეობა გამოარჩევს: “აქვს პირდაპირი გასასვლელი ბულვარზე, რაც მობინადრეს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს ძალიან მარტივი წვდომა რეკრეაციულ სივრცეებთან. მეექვსე კორპუსი ასევე გამორჩევა პანორამული ხედვებით, არის განლაგებული პირდაპირ ბულვარზე, ხედი აქვს პარკზე, სანაპიროზე, გადაცქერის მდინარე მტკვარს და მთებს".

“პარკ ბულვარის” გაყიდვები აქტიურ ფაზაშია შესული, ბინების 80% კი უკვე გაყიდულია. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, კომპანიამ მომავალ მობინადრეებს საახალწლო შეთავაზებაც მოუმზადა.

“მომხმარებლებს ვთავაზობთ ბინებს 40 კვადრატული მეტრიდან. “პარკ ბულვარში” გვაქვს 1, 2, 3 საძინებლიანი პროექტები. მინდა აღვნიშნო, რომ გეგმარებები არის მაქსიმალურად ფუნქციური, ძალიან ოპტიმალურად და რაციონალურად გვაქვს გამოყენებული სივრცეები, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ზუსტად ვიცით მათი სურვილები.

პროექტში საწყისი ღირებულება არის $1150-ის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. გვაქვს შეძენის ძალიან კარგი სასტარტო პირობაც, ვინაიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ფასდაკლება პირდაპირ თანამონაწილეობის პროპორციულად. პირველადი თანამონაწილეობა კი მხოლოდ 5%-დან იწყება, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.

საახალწლოდ სპეციალური შეთავაზება გვაქვს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობითაც. “პარკ ბულვარი” მომხმარებლებს სამ საძინებლიან ბინაზე საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს დიდ საოჯახო, კომფორტულ, ხარისხიან საცხოვრებელს”, - ამბობს გვანცა კირვალიძე-მარჯანიძე.

“პარკ ბულვარში” შესახლების პროცესი უკვე დაწყებულია. ბინები კი თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება. გარდა ამისა, კომპანია 2026 წელს პროექტის შემდგომ გაფართოებას და ახალი კორპუსების რეალიზაციას გეგმავს.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები