მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი ზარალია ის, რომ რესტორნებში დასაქმებული პერსონალის გადინება მოხდა - ლუკა ნაჭყებია

62778bab5a0ee
ლიკა გურაბანიძე
08.05.22 17:20
3199
“სარესტორნე სფეროში ახლა ნაბახუსევი მდგომარეობა გვაქვს.” - ამის შესახებ BMG-ის კვების ტექნოლოგმა და რესტორნების დეველოპერმა ლუკა ნაჭყებიამ განუცხადა.

მისი თქმით ინდუსტრიამ იზარალა, თუმცა დღეს დაზარალებულია ყველა სხვა სექტორიც. ლუკა ნაჭყებიას განმარტებითვე, მათ სექტორში კადრების გადინება უდიდესი ზარალი აღმოჩნდა. ხოლო რესტორნებს გამოცდილი კადრების მოსაზიდად მათი ნდობის ხელახალი მოპოვება მოუწევთ, რასაც წლები დასჭირდება.

“ყველაზე დიდი ზარალია ის, რომ რესტორნებში დასაქმებული პერსონალის გადინება მოხდა. იმიტომ, რომ ის სამუშაო ძალა, რაც სარესტორნე ინდუსტრიას სჭირდება დღეს აღარ არის. ბევრი კარგი, კომპეტენტური კადრის მიგრაცია სხვა ინდუსტრიებში მოხდა. ხოლო ამის რეკუპერაციას წლები დასჭირდება.

იმიტომ, რომ ჩვენი სექტორის მიმართ ნდობის ელემენტის აღდგენა უნდა მოხდეს, ხოლო თუ უკვე არსებული სწორი საოპერაციო მეთოდები არ დავნერგეთ ამ ნდობას ვერ აღვადგენთ. ამ პროცესს 3-4 წელი დასჭირდება,” - აღნიშნა ნაჭყებიამ.