მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული EURO 2024-ზე

EURO 2024

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო და, შეიძლება ითქვას, გახურდა კიდეც. საქართველოს ნაკრები, მართალია, პირველ მატჩში დამარცხდა და მეორე მატჩში ფრე მოიპოვა, მაგრამ ბიჭებმა შესანიშნავი ბრძოლა აჩვენეს და გულშემატკივართა გულები დაიპყრეს.

დღეს კვლავ ფეხბურთზე და ევროპის ჩემპიონატზე მოგიყვებით, მაგრამ არც რიცხვებს დაგაკლებთ, რადგან EURO 2024-ის ყველაზე ძვირადღირებულ თერთმეტეულზე მოგიყვებით, ანუ იმ ფეხბურთელებს გაგაცნობთ, რომელთა ჯამური ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით მილიარდ 240 მილიონ ევროს შეადგენს. ამ რეიტინგისთვის 3-4-2-1 სქემა შევარჩიეთ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელებს მათი პირველადი პოზიციის მიხედვით დავალაგებთ, ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ შემადგენლობას სწორედ ეს განლაგება გვაძლევს.

საინტერესოა, რომ EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებულ თერთმეტეულში ინგლისელები დომინირებენ, რომელთაც 11-დან 4 ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილს საფრანგეთი და პორტუგალია იყოფენ, რომელთაც ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ. თითო-თითო ფეხბურთელით არის წარმოდგენილი იტალია, ესპანეთი და გერმანია. თუმცა ამ რეიტინგს საფეხბურთო კლუბების ჭრილში თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ მხრივ - "მანჩესტერ სიტი" დომინირებს, რომელსაც სამი წარმომადგენელი ჰყავს.

გერმანია

მეკარე

დიოგო კოშტა - €40 მლნ (პორტუგალია & "პორტო") — 24 წლის

დაცვა

რუბენ დიაში - €80 მლნ (ინგლისი & "მანჩესტერ სიტი") — 27 წლის

უილიამ სალიბა - €80 მლნ (საფრანგეთი & "არსენალი") — 23 წლის

ალესანდრო ბასტონი - €70 მლნ (იტალია & "ინტერი") — 25 წლის

ნახევარდაცვა

დეკლან რაისი - €120 მლნ (ინგლისი & "არსენალი") — 25 წლის

როდრი - €120 მლნ (ესპანეთი & "მანჩესტერ სიტი") — 27 წლის

ფლორიან ვირცი - €130 მლნ (გერმანია & "ბაიერ ლევერკუზენი") — 21 წლის

ჯუდ ბელინგემი - €180 მლნ (ინგლისი & "მადრიდის რეალი") — 20 წლის

შეტევა

რაფაელ ლეაუ - €90 მლნ (პორტუგალია & "მილანი") — 25 წლის

კილიან მბაპე - €180 მლნ (საფრანგეთი & "მადრიდის რეალი") — 25 წლის

ფილ ფოდენი - €150 მლნ (ინგლისი & "მანჩესტერ სიტი") — 24 წლის

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები