მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელები უიმბლდონ 2023-ზე

64b6abe4d2139
ირაკლი მოდებაძე
19.07.23 00:05
1747
კვირას დასრულდა ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი - უიმბლდონი, სადაც ვაჟთა შორის, კარიერაში პირველად გამარჯვებული ესპანელი კარლოს ალკარასი გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში 20 წლის ესპანელმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, რომელმაც თავის მხრივ წელს ჩატარებული დანარჩენი ორი დიდი სლემის ტურნირიდან ორივეში გაიმარჯვა.

წლევანდელი უიმბლდონის საპრიზო თანხა 11%-ით იყო გაზრდილი 2022 წელთან შედარებით და 44 მილიონ 700 ათას ფუნტს შეადგენდა, საიდანაც ჩემპიონ ალკარასს 2 მილიონ 350 ათასი ერგო, ხოლო დამარცხებულ სერბს 1 მილიონ 175 ათასი.

ზოგადად კი კარიერული შემოსავლებით თუკი ვიხელმძღვანელებთ, ტურნირზე მონაწილე მოთამაშეებს შორის (განურჩევლად სქესისა), ყველაზე მეტი თანხა შემდეგმა 5-მა მოთამაშემ გამოიმუშავა:

5. ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი) - $36,055,176
4. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) - $36,765,447
3. ვენუს უილიამსი (აშშ) - $42,413,504
2. ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) - $63,768,403
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - $169,762,762

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლო დიდი სლემის ტუნრირი, აშშ-ის ღია პირველობა 28 აგვისტოს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები