მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი

63bd5c3b83f10
ნინი ლონგურაშვილი
10.01.23 21:00
22357
“შარშან ვიყავი და ვთქვი, რომ სვანეთში ტურისტებს აღარ ავიყვანდი”, - ამის შესახებ “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ BMG-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სვანეთში ინფრასტრუქტურა გაუმართავია, რაც ტურისტებისთვის არამიმზიდველია.

“შარშან სვანეთში ტურისტები მყავდა და ვთქვი, თუ ამ რეგიონში რამე არ გამოსწორდება, მათ აქ აღარ ამოვიყვანდი. ადგილზე ძალიან ბევრი პრობლემაა და ეს უკვე ჩვენი, კომპანიების პასუხისმგებლობაა, იმ ტურისტულების, ვისაც აქ ჩამოგვყავს სტუმრები და სვანეთში დასვენებას ვთავაზობთ. ამიტომ მეც და ჩემმა რამდენიმე კოლეგამაც, ზამთრის პერიოდში საერთოდ ამოვიღეთ სვანეთის მიმართულება.

სვანეთს არ აქვს დენი, არასტაბილურია მიწოდება, სასტუმროებში არ არის სითბო, გაუმართავია ინფრასტრუქტურა, ზუგდიდიდან მესტიამდე და შემდეგ პირიქით ორი დღეა საჭირო გადაადგილებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი, ამიტომ სვანეთში თუ რამე არ გაკეთდა, ის ყოველწლიურად უფრო მეტ ტურისტს დაკარგავს", - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ მესტიაში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო ტურისტებს კარგავენ. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას საჭიროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები