მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზაპოროჟიეს სადგურის საკითხს ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენებს

6221cfaf4b258
მარიამ ვარადაშვილი
04.03.22 12:44
667
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანის ლიზ ტრასის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს. 

“ატომურ სადგურზე უგუნური შეტევა შემაშფოთებელია. შედარებით მშვიდად ვართ, რომ ცეცხლი ჩამქარალია. ველოდებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და პოლიტიკურ საშუალებას ამ საკითხის გადასაჭრელად”, - წერს ტრასი "ტვიტერზე".

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი წუხელ ღამით გაუხსნეს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ის ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები