მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zara-ს, Mango-ს, Massimo Dutti-ს ფრენჩაიზ კომპანია საქართველოში წელს ბრენდების მაღაზიების რენოვაციას გეგმავს

სინომი

ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანია „სინომი რითეილი“ საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და არაერთ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს.

როგორც კომპანიის დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, მიმდინარე, 2024 წელი ბრენდულ მაღაზიებში რენოვაციები მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული ბრენდული მაღაზიები, ახალი კონცეფციის მაღაზიებად გადაკეთდება.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სხვადასხვა ბრენდული მაღაზიის გაფართოებაც იგეგმება.

„რამდენიმე დღის წინ, „სითი მოლში“ Mango-ს ბრენდული მაღაზია გავაფართოვეთ, რომელიც ზომაში გაცილებით გაიზარდა. ასევე, იგეგმება „ისთ ფოინთში“ Mango-ს ძველი მაღაზიის დახურვა და მიმდინარე წელს, დაახლოებით მარტში, ახალი კონცეფციით გახსნა.

გარდა ამისა, „ისთ ფოინთი“ რომელიც 2025 წელს მეორე ფაზის, 25 000 კვ.მ მოცულობის კომერციული ფართის გახსნას გეგმავს, მათთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ასევე, ორივე "სითი მოლის"(საბურთალო, გლდანი) გაფართოებაც იგეგმება და ორივე შემთხვევაში, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აცხადებს მაღალაშვილი.

მისივე ცნობით, ბაზარზე ძალიან სწრაფად გაიზარდნენ, რამაც ის ფაქტი განაპირობა, რომ 10 წლის წინ, 200 თანამშრომლით დაწყებული ბიზნესი, ახლა უკვე 1000 თანამშრომელს აერთიანებს.

ინფორმაციისთვის, ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანია „სინომი რითეილი“ საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია საქართველოში 22 ბრენდითა და 70 მაღაზიითაა წარმოდგენილი. როგორიცაა Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith და ა.შ.

საერთო ჯამში, ჯგუფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში 80-მდე ბრენდი აქვს და კავკასიის რეგიონში, ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც 10 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები