მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარაფხანა“ ლონდონში - კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გეგმავს

ოქრო

ქართული საიუველირო ბრენდი „ზარაფხანა“ ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ბრენდი 1-წლიან პერსპექტივაში ფილიალის გახსნას ლონდონში  აპირებს და ფოკუსშია აზიური ბაზარიც.

სამხარაძის თქმით, ევროპული ბაზრის შემდეგ კომპანია დუბაის ბაზარზე შესვლასაც განიხილავს.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე კომპანია 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, საიდანაც 3 თბილისში, 1 კი - ბათუმშია. დამატებით ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება დედაქალაქში.

„გეგმებშია ერთი ფილიალის დამატება საქართველოს მასშტაბით, თბილისში და ასევე გეგმებშია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 წლის თავზე ეს თემა გვექნება წარსადგენი. ჩვენი მზერა მიპყრობილია გაერთიანებული სამეფოსკენ, კერძოდ ლონდონისკენ და ამ მხრივ არსებით ნაბიჯებს ვდგამთ, რომ მალე გახდეს შესაძლებელი ლონდონში „ზარაფხანას“ ფილიალის გახსნა.

სასურველი მიმართულებაა აზიაც, დუბაი. მაღალ სეგმენტში აქ ძალიან ბევრი ევროპული ბრენდია წარმოდგენილი, ჩვენც ამ ხაზს გვინდა გავყვეთ და წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია როგორც ესთეტიური, ისე საფასო მიმართულებით მაღალ სეგმენტში", - განაცხადა სამხარაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები