26 წლის ნიდერლანდელი მრბოლელი მაქს ფერსტაპენი ისტორიაში მე-11 პილოტია, რომელმაც ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტული 3-ჯერ მოიპოვა. “შეშლილი მაქსი” კატარის გრან-პრიზე ჩემპიონის რანგში წარდგა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მისმა მდევარმა სერხიო პერესმა მისი გადასწრების შანსები დაკარგა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ფორმალური ეტაპია დარჩენილი, მანამდე კი საერთო ჩათვლას მაქს ფერსტაპენი 433 ქულით ლიდერობს, მას კი სერხიო პერესი მოსდევს 224 ქულით. რაც შეეხება ლეგენდარულ ლუის ჰამილტონს ის მესამე ადგილს 194 ქულით იკავებს.