მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა - ის პრემიერ სტარმერს შეხვდება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

მედიის ინფორმაციით, ის უკვე ბრიტანეთში და დღეს შეხვდება პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს.

ზელენსკი, სავარაუდოდ, შეხვდება ევროპელ ლიდერებს კვირას, საერთაშორისო ლიდერთა სამიტზე, სადაც ისინი განიხილავენ კიევის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, თეთრ სახლში განვითარებული მოვლენების შემდეგ სტარმერი ტრამპს და ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.

28 თებერვალს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მედიის წინაშე კამათი მოხდა. ზელენსკი აშშ-ში მინერალების შეთანხმების გასაფორმებლად იყო ჩასული, რომელსაც საბოლოოდ ხელი აღარ მოეწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები