მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ზელენსკი] ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე არაგონიერი მმართველი - მაია ბითაძე ზელენსკის გაერო-ში სიტყვით გამოსვლაზე

მაია ბითაძე

"ის [ზელენსკი] ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე არაგონიერი მმართველი, რომელმაც გაწირა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ერი და იცლის რატომღაც საქართველოსთვის", - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ „ევროპაში საქართველო დავკარგეთ და ის დამოკიდებულია რუსეთზე“.

მისი თქმით, ზელენსკის გამოსვლა იყო სამარცხვინო.

„საწყენი არა, არც შემაშფოთებელი, უკვე სამარცხვინოა, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელმაც კარგად გახსოვთ, როგორი დემარშით გამოაძევა იქიდან ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა მაშინ, როდესაც ბოლომდე მხარში ედგა საქართველოს დიპლომატი კიევში აქტიური დაბომბვების დროს, დღეს იცლის ამ კრიზისის დროს და საუბრობს საქართველოზე, რომ თურმე საქართველო არის გადასარჩენი და ჩვენ ვართ თურმე რუსეთზე დამოკიდებული მაშინ, როდესაც სწორედ ზელენსკიმ გახვია რუსეთთან ცეცხლის ალში საკუთარი სამშობლო და ხალხი.

ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე არაგონიერი მმართველი, რომელმაც გაწირა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ერი და იცლის რატომღაც საქართველოსთვის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები