მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი NATO-ს: „გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები“

6220f418506ad
თამთა ჯიჯავაძე
03.03.22 20:58
734
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს მოუწოდებს უკრაინას თვითმფრინავებით დაეხმარონ.

„ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, ღმერთმა დაიფაროს, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი იქნება შემდეგი, შემდეგ მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი და ასე ბერლინის კედლამდე“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები არის ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად.

„დაჯექი ჩემთან ერთად, არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც ეს [საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის შემთხვევაში]“, - განაცხადა მან.

„ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს, ჩვენ არ ვგეგმავთ მასზე თავდასხმას. თქვენ რა გინდათ ჩვენგან? დატოვეთ ჩვენი ტერიტორია“, - დასძინა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები