უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში მასშტაბური შეტევა დაიწყო და ამჟამად „დონბასისთვის ბრძოლა“ მიმდინარეობს.
„ჩვენ ახლა შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეო რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსული არმიის დიდი ნაწილი სწორედ ამ შეტევისკენაა მიმართული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს არის ომის მეორე ფაზა.
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რუსი სამხედრო იქნება აქ. ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს“, - დასძინა მან.




























