მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი საფრანგეთს: "როგორ გავაჩეროთ ომი? თქვენს ხელშია ფაზლის ნაწილების უმრავლესობა, რომლისგანაც პასუხი შედგება"

623b83a622d8a
BM.GE
24.03.22 00:47
1170
“დღეს თქვენ მოგმართავთ - სამართლიან, გაბედულ, რაციონალურ და თავისუფლების მოყვარეებს. როგორ გავაჩეროთ ომი? როგორ დავაბრუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში?” - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

ზელენსკის სჯერა, რომ უსაფრთხოების ახალ სისტემაში, რომელსაც უკრაინა ქმნის, საფრანგეთი წამყვან როლს ითამაშებს.

„დარწმუნებული ვარ, კარგად იცით რა ხდება უკრაინაში და იცით ვინ არის ამაში დამნაშავე. მათაც კი იციან ვინც თავს სილაში მალავს და ხელებით კი კვლავ რუსეთიდან ფულის მოძიებას ცდილობს. დღეს თქვენ მოგმართავთ - სამართლიან, გაბედულ, რაციონალურ და თავისუფლების მოყვარეებს. კითხვებით მოგმართავთ: როგორ გავაჩეროთ ომი? როგორ დავაბრუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში? ფაზლის ნაწილების უმრავლესობა, რომლისგანაც პასუხი შედგება, სწორედ თქვენს ხელშია.

ჩვენ გარანტიის სისტემას ვქმნით - უსაფრთხოების ახალ სისტემას, რომელშიც საფრანგეთი, მჯერა, წამყვან როლს ითამაშებს, რათა არავის და არასდროს აღარ ინატროს სიკვდილი. რათა ადამიანებმა თავისი ცხოვრება სრულად გალიონ და რომ ადამიანებს ბომბების ქვეშ, ომში კი არ ემშვიდობებოდნენ, არამედ მაშინ, როცა მათი დრო მოვა. მხოლოდ მშვიდობის დროს, ღირსეულად, რადგან ისე უნდა იცხოვრო რომ დაგაფასონ, რომ გაგიგონ და ისე დაგემშვიდობონ, როგორც საფრანგეთი დიდ ბელმონდოს ემშვიდობებოდა, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები