მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ზელენსკიმ ფრანგულ კომპანიებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა, რა დროსაც მან ფრანგულ კომპანიებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC წერს.

"Renault, Auchan, Leroy Merlin-მა და სხვებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება. მათ უნდა შეწყვიტონ ბავშვებისა და ქალების მკვლელობის დაფინანსება“, - განუცხადა ფრანგ დეპუტატებს ზელენსკიმ.

კომპანია Renault ბოლო დღეებში იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან მოსკოვის ქარხანაში წარმოება განაახლა. ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა შეინარჩუნოს წარმომადგენლობა რუსეთში.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები