მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაარტყას - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმების იდეას. ამის შესახებ დღეს ტრამპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მან [ზელენსკიმ] არ უნდა დაუმიზნოს მოსკოვს,“ - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.

„ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან. 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აძლევს პუტინს კიდევ 50 დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისთვის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, 50 დღე ბევრია. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს“.

ამასთან, კითხვაზე, იცავს თუ არა დონალდ ტრამპი ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არავის მხარეს არ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკული მედია წერდა, რომ ტრამპი ზელენსკის მიერ მოსკოვზე თავდასხმას, სავარაუდოდ, მხარს უჭერს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაინტერესდა, რამდენად შეუძლია უკრაინას, იერიში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მიიტანოს.

"ვოლოდიმირ, მოსკოვს დაარტყამთ? სანკტ-პეტერბუგრსაც?" - ჰკითხა 4 ივლისს ჩანიშნული სატელეფონო ზარის დროს ტრამპმა ზელენსკის.

წყაროს ინფორმაციით, ზელენსკიმ ამისთვის მზაობა გამოხატა: "აბსოლუტურად. თუ თქვენ იარაღს მოგვცემთ" - განაცხადა მან.

წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ამ იდეას უჭერს მხარს. მისი თქმით, ამ სტრატეგიის მიზანია, ერთი მხრივ, "რუსებმა თავადაც იგრძნონ ტკივილი" და, მეორე მხრივ, კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები