მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური გაათავისუფლა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებაში გადაწყვეტილების მიზეზი დაკონკრეტებული არაა, თუმცა ოლეშჩუკის გათავისუფლებას წინ უძღოდა კიევის მიერ ორშაბათს, რუსეთის თავდასხმის მოგერიებისას, ამერიკული წარმოების F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავის დაკარგვა. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის მოგერიებისას თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც საუკეთესო უკრაინელი მფრინავი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ინფორმაციას გუშინ დაადასტურა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი თავი, დავიცვათ ხალხი, დავიცვათ პერსონალი, ყველა ჩვენი ჯარისკაცი“,- თქვა ზელენსკიმ პარასკევს საღამოს, ვიდეო განცხადებაში საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები