მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკის თქმით, პუტინმა შესაძლოა ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს

6259ceb0d9893
ალა ისპირიანი
16.04.22 00:41
1044
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

ზელენსკის მოსაზრებით, პუტინმა შესაძლოა ეს იმიტომ გააკეთოს, რომ არაფრად აგდებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

„არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შეიძლება. მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია. უნდა ვიფიქროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ვფიქრობ, ეს მთელ მსოფლიოს ეხება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები