მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონის ფერო მუშაობას ხვალიდან აჩერებს - რა შემოსავალს იღებს ქვეყანა ფეროშენადნობების ექსპორტით?

ფეროშენადნობები ჯორჯიან მანგანეზი

2024 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 62.1%-ით გაიზარდა და 227 მლნ აშშ დოლარის 197,013 ტონა შეადგინა.

თუმცა, სექტემბერში ექსპორტი 70.4%-ით შემცირდა და 7.4 მლნ აშშ დოლარის 6,152 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის სექტემბერში 25.1 მლნ აშშ დოლარის 21,506 ტონა იყო.

რაც შეეხება გასული წლის ცხრა თვის მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 140 მლნ აშშ დოლარის 115,838 ტონა ფეროშენადნობები გაყიდა.

ზრდა დაფიქსირდა ფასშიც, თუ გასულ წელს, 1 კგ ფეროშენადნობების საექსპორტო ფასი 1.15 აშშ დოლარი იყო, წელს 1.20 აშშ დოლარს მიაღწია.

საექსპორტო ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - $92.6-ს მლნ 80,873 ტონა;
  2. აშშ - $59 მლნ-ს 48,056 ტონა;
  3. ეგვიპტე - $17.2 მლნ-ს 17,049 ტონა;
  4. იტალია - $9.4 მლნ-ს 7,647 ტონა;
  5. უკრაინა - $7.6 მლნ-ს 6,480 ტონა;
  6. აზერბაიჯანი - $5.4 მლნ-ს 4,338 ტონა;
  7. რუსეთი - $5.2 მლნ-ს 2,807 ტონა;
  8. ალჟირი - $5.2 მლნ-ს 5,000 ტონა;
  9. ესპანეთი $4.9 მლნ-ს 5,008 ტონა;
  10. გაერთიანებული სამეფო - $4 მლნ-ს 4,326 ტონა.

BM.GE-ის ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები