მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთის იმპორტი გაიზარდა - სად ვიყიდეთ 2021 წელს პროდუქტი?

62036580499f6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.22 09:40
1897
2021 წელს საქართველომ 48.4 მლნ დოლარის ღირებულების 32 570 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 2020 წელთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 30.2%-ით შემცირდა (2020 წელი - 46 მლნ დოლარი, 46 680 ტონა).

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელს საერთაშორისო ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ღირებულება გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი საიმპორტო ქვეყანის პირველ ადგილს წლების განმავლობაში რუსეთი იკავებს. შარშანაც რუსეთიდან იმპორტირებულ მზესუმზირის ზეთს მთლიანი იმპორტის 86% ეკავა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულს შეადგენენ:

1. რუსეთი - 41.6 მლნ დოლარი, 28 350 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 3.7 მლნ დოლარი, 2 398 ტონა;
3. უკრაინა - 2.4 მლნ დოლარი, 1 532 ტონა;

გარდა ამ ქვეყნებისა 2021 წელს საქართველომ მცირე რაოდენობით ზეთი - თურქეთში (391.8 ათასი დოლარი, 221 ტონა), იტალიაში (77.2 ათასი დოლარი, 39 ტონა); სომხეთში (20 ათასი დოლარი, 16 ტონა), გერმანიაში (16.3 ათასი დოლარი, 7 ტონა); საფრანგეთსა (10 ათასი მლნ, 3 ტონა) და ბელარუსში (4 ათასი დოლარი, 2 ტონა) იყიდა.

აღსანიშნია, რომ საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარ საიმპორტო ბაზარზე, პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი 1 თებერვლიდან თვის განმავლობაში $251.4 შემცირდა, ხოლო მარტის თვეში 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ბაჟი 260.1 დოლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ცნობისთვის: გასული წლის ოქტომბერში 1 ტონაზე საექსპორტო ბაჟი 169.9 დოლარს შეადგენდა, ნოემბერში - 194.5 დოლარს, დეკემბერში - 276.7 დოლარი, ხოლო იანვარში - 280.8 დოლარი იყო.

ახალი გადასახადი ერთ ტონა ზეთზე საინდიკაციო ფასიდან გამომდინარეობს, რომელიც მარტში $1 371.2 იქნება (თებერვალში - 1 359 დოლარი, იანვარში - 1 401.2 დოლარი, დეკემბერში - 1 395.4 დოლარი, ნოემბერში - 1 277.9 დოლარი, ოქტომბერში - 1 324.7 დოლარი, სექტემბერში - 1 242.8 დოლარი იყო).

რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე მცურავი ბაჟი 2021 წლის 1 სექტემბრიდან დააწესა და ის 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები