მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზღაპრებს ვუყვებით ერთმანეთს, რეალურად არ ვართ მიმზიდველი ინვესტორებისთვის - მიშა კუკავა

618d23f5e0ca1
თათია ჩაფიჩაძე
12.11.21 09:00
896
PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა ფიქრობს, რომ 2022 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული არ არის, 2021 წელს მოსალოდნელი ორნიშნა ზრდა კი 2019 წელს დაფიქსირებული რეცესიის ფონზე გახარების საფუძველს არ იძლევა.

2022 წლის ბიუჯეტზე საუბრისას კუკავა აქცენტს გაზრდილ სოციალურ დანახარჯებზე აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანას ამ ხარჯის აწევის რესურსი არ აქვს. მისივე შეფასებით, ყველაზე მტკივნეული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ქვეყნის არამიმზიდველობაა, რაც რეალური ეკონომიკურ ზრდის განმსაზღვრელია.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადადებული მოთხოვნის რეალიზების გამო, რისი მასშტაბიც უპრეცენდენტოა ამ ქვეყანაში, რეალურ ეკონომიკურ ზრდაშიც გვაქვს "ჰაერის ბუშტი".

მიუხედავად იმისა, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა ინფლაციის ეფექტს ანეიტრალებს, ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც რეალური ეკონომიკური ზრდა, მითუმეტეს 9 თვის მონაცემებით, არ ასახავს იმ ეკონომიკურ ზრდას, რასაც ჩვენ დავინახავთ წლიურ ჭრილში.

ეს ბიუჯეტი არ უწყობს არანაირად ხელს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ გვავიწყდება, რა განაპირობებს საშუალოვადიან პერიოდში ამას. 2020 წლის ფონზე ეკონომიკურ ზრდა სასიხარულოა ნამდვილად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რა შემცირება გვქონდა 2020 წელს და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფლაცია 12%-ს აღემატება.

ამდენად ამ პირობებში ასეთი იმედების დამყარება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე არ არის სწორი, მითუმეტეს საბიუჯეტო ხარჯვის ასეთი ოპტიმისტური დაგეგმვა. გვაქვს ძალიან გაზრდილი სიციალური ხარჯები, მათ შორის ჯანდაცვაში - ჯამში ამან მიაღწია თითქმის 6 მილიარდს, რაც არ არის აწევადი ტვირთი ამ ქვეყნისთვის. მთლიანობაში, ეს ყველაფერი და ასევე ის, რომ ხედვა არ გვაქვს საშუალოვადიან პერიოდში, შედეგს ვერ მოგვიტანს.

გვავიწყდება, რომ ამ ქვეყანას არ აქვს მიმზიდველობა, უმთავრესი არის სწორედ ეს. ჩვენ ვუყვებით ზღაპრებს ერთმანეთს, მიკერძოებულები ვართ და ვერ ვხედავთ, რომ არ არის მიმზიდველი, ამ პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ზოგადად ინვესტიციების ზრდა, რაც ეკონომიკური ზრდის უმთავრესი მამოძრავებელი ფაქტორია, წარმოუდგენელია“ -მიიჩნევს კუკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები