დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩნდება სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მუშაობენ დაწესებულებები covid-რეგულაციების დარღვევით.
"გიჩენთ თუ არა კითხვის ნიშნებს ის ფაქტი, რომ დაწესებულებები რეგულაციებს არღვევენ და სახელმწიფო ამაზე არ რეაგირებს. მაგალითადდ, ბათუმის ბულვარში კლუბები მთელი ღამე მუშაობენ", - ჰკითხა ჟურნალისტმა გამყრელიძეს.
„კითხვის ნიშნებს კი არა, დიდ კითხვის ნიშნებს გვიჩენს ეს. სტანდარტი უნდა იყოს ყოველთვის ერთი, წესი ყველამ უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ არსებული რეგულაციების აღსრულებაზე უფრო მეტი კონტროლი უნდა იყოს.
"სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, არ იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დაწესებულია. ყველაზე მთავარია, რომ ავიცრათ და ვატაროთ პირბადე. აუცილებელია აღსრულების მაქსიმალური მონიტორინგი და კონტროლი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.




























