მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოგიერთი დონორი არასამთავრობოებს არწმუნებს, რომ გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ" - პაპუაშვილი

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საზღვარგარეთ, პირდაპირ უცხოური ძალა გახდებიან.

„ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ. როგორც იცით, ცოტა ხანში ეს რეესტრი ამოქმედება. ასეთ ინფორმაციას ვიღებთ, ისინი ეუბნებიან, რომ ვინც დარეგისტრირდება გრანტს ვერ მიიღებს. ასევე, კონსულტაციების გაწევა მიდის, თუ როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს და რა გზები და მაქინაციები გამოინახოს იმისთვის, რომ არ დარეგისტრირდნენ და ამავე დროს გრანტი მიიღონ. მათ შორის, კონსულტაციები მიდის და რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ დარეგისტრირდნენ, რაც უკვე საერთოდ სასაცილოა და ყოველგვარი სერიოზულობის ზღვარს ცდება. გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათთვის უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის რეგისტრაციაში რეგისტრაცია გარკვეულ კლიშეს წარმოადგენს, რომელსაც ისინი გაურბიან. ასევე, ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის მიუღებელი იყო, რომ ისინი აღქმულიყვნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები. და რა გამოდის? - თუ ისინი დარეგისტრირდებიან საზღვარგარეთ, პირდაპირ უცხოური ძალა გახდებიან. მათი გადმოსახედიდან კიდევ უფრო უარესი. რასაც თავად უწოდებდნენ მიუღებელს საკუთარი თავისთვის, რომ უცხოური ძალის წარმომადგენლები იყვნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე მისაღებია უცხოურ ძალად რომ დარეგისტრირდნენ. ამიტომ ეს არის ერთი მხრივ, ფარისევლობა, რომელიც ჩვენ არასამთავრობო სექტორში გვაქვს და მეორე მხრივ, ეს არის პრობლემა გამჭვირვალობის, რომელიც ქართველმა ხალხმა უკვე დაინახა. ამიტომ ყველა მოლოდინშია, რომ შესაბამისი საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მინისტრის ბრძანებით, "რუსული კანონის" აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები