მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zoom-ის დამფუძნებლის, მილიარდერ იუანის ქონება 20%-ით შემცირდა – გასული კვირის დაზარალებულები

5fb2c3f54dd98
თამთა ჯიჯავაძე
17.11.20 00:10
1142
Zoom-ის დამფუძნებლის მილიარდერ ერიკ იუანის ქონება გასულ კვირას 20%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა. ვაქცინის შესახებ ოპტიმისტურმა მოლოდინებმა გამოიწვია ის, რომ პანდემიის დროს აყვავებული კომპანიების აქციები დაეცა. სწორედ ამიტომაც დაკარგა ერიკ იუანმა $4.2 მილიარდი, რაც მისი ქონების 19%-ს შეადგენდა. ცნობისთვის, იუანის ქონება პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილში, როდესაც ის Forbes-ის მილიარდერების სიაში მოხვდა, მისი ქონება $5.5 მილიარდი იყო, ივლისში კი $11 მილიარდი, ხოლო ოქტომბერში $22 მილიარდი.

თუმცა, კომპანია Pfizer-ის განცხადების შემდეგ, ZOOM-ის აქციები 25%-ით დაეცა. მხოლოდ ZOOM-ი არ არის გასული კვირის დაზარალებულებს შორის. Forbes-ი გთავაზობთ იმ მილიარდერებს, რომელთა ქონებაც 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში ყველაზე მეტად დაეცა:

ჯეფ ბეზოსი – $183 მილიარდი (შემცირდა $9.8 მილიარდით)
ქვეყანა: აშშ

სიმდიდრის წყარო: AMAZON

მარკ ცუკერბერგი – $101.7 მილიარდი (შემცირდა $6 მილიარდით)
ქვეყანა: აშშ

სიმდიდრის წყარო: Facebook

ერიკ იუანი – $17.7 მილიარდი (შემცირდა $4.2 მილიარდით)
ქვეყანა: აშშ

სიმდიდრის წყარო: ZOOM

ჯეკ მა – $61 მილიარდი (შემცირდა $4.1 მილიარდით)
ქვეყანა: ჩინეთი

სიმდიდრის წყარო: Alibaba

ელონ მასკი – $90.8 მილიარდი (შემცირდა $4 მილიარდით)
ქვეყანა: აშშ

სიმდიდრის წყარო: TESLA

მაკენზი სკოტი – $59.3 მილიარდი (შემცირდა $3.4 მილიარდით)
ქვეყანა: აშშ

სიმდიდრის წყარო: AMAZON

ძიან რენშენი – $18.2 მილიარდი (შემცირდა $2.4 მილიარდით)
ქვეყანა: ჩინეთი

სიმდიდრის წყარო: ვაქცინები

კიმ იუნგ ჯუ – $10.1 მილიარდი (შემცირდა $2.2 მილიარდით)
ქვეყანა: სამხრეთ კორეა

სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები

სტივ ბალმერი – $73.6 მილიარდი (შემცირდა $2 მილიარდით)
ქვეყანა: აშშ

სიმდიდრის წყარო: MICROSOFT

სულეიმან კერიმოვი – $21.2 მილიარდი (შემცირდა $1.8 მილიარდით)

ქვეყანა: რუსეთი

სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები