მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილს სებ-ის პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი უნდა წარმოედგინა, რომლის ჩაგდებაც გაუჭირდებოდათ - გოცირიძე

64994985e7325
ინგა მურუსიძე
26.06.23 12:20
510
სტატიაში საუბარია:
პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების, დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არა საბჭოს წევრები, არამედ პრეზიდენტობის კანდიდატები უნდა წარედგინა:

„კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი იტყოდა, რომ მან წარმოადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი და არა საბჭოს წევრობის რიგითი კანდიდატები. მან დაუშვა შეცდომა - უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომლის ჩაგდებაც გაუჭირდებოდა პარლამენტს, რომელსაც მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა ექნებოდა და ეს არის ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტიო. ახლა მან წარმოადგინა საბჭოს ორი წევრობის კანდიდატები. ფაქტობრივად, თავისი მოვალეობა ფორმალურად შეასრულა: კონკურსი არ იყო სრულყოფილი, თუკი სურვილი ექნებოდა, შერჩევაში ექსპერტებიც დაეხმარებოდნენ, ჯერ ბოლომდეც კი არ ვიცით, ვინ იყო ის 19 ადამიანი, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობდა.

„ქართული ოცნების“ პოზიცია ნათელია - იგი მოიქცევა ისე, როგორც მოიქცა მაშინ, როცა ბანკის საბჭოში სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ორი კანდიდატი და წელიწადნახევრის განმავლობაში განიხილებოდა, ხოლო მერე პარლამენტმა ჩააგდო. ახლა განიხილავენ და ჩააგდებენ. ასეთ ვითარებაში არ იყო იმის გარანტია, რომ სხვა კანდიდატურას დაამტკიცებდნენ, თუმცა პარლამენტს და „ქართულ ოცნებას“ გაუძნელდებოდა ახსნა იმისა, თუ რატომ არ უჭერდა მხარს ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნებოდა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს წარმოდგენილი კანდიდატები. წარმოდგენილ პირებს არაფერი დაეწუნებათ პროფესიონალიზმის კუთხით. როგორც კონკურსის დროს ერთ-ერთმა განაცხადა, მას არ აქვს პრეტენზია, რომ იყოს სებ-ის პრეზიდენტი, ანუ ნაკლებად ამბიციურები არიან ამ კუთხით. რიგითი წევრის ფუნქციებს ძალიან კარგად შეასრულებენ, მე მხარს დავუჭერ, თუმცა სიმბოლური მხარდაჭერა იქნება, რადგან ეს არაფერს გადაწყვეტს“, - განაცხადა რომან გიცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები